Friday, December 6, 2013

ფრინველები ჩვენს ირგვლივ

1. პროექტის სახელწოდება: ,,ფრინველები ჩვენს ირგვლივ"
2.
პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით:აქტიური მონაწილეობა ფრინველთა სამყაროს დაცვაში
3.
პროექტის აქტუალობ:ეკოლოგიური პრობლემები და არაჯანსაღი გარემო მძიმე მდგომარეობაში აყენებს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ჩვენი სამყაროს სხვა ცოცხალ წარმომადგენლებს, მათ შორის ფრინველებს. ხშირ შემთხვავაში მათი ზოგიერთი სახეობა კონკრეტულ გეოგრაფიულ არეალში საერთოდ წყვეტს არსებობას. საჭირო ხდება ადამიანის ჩარევა ამ სახეობების შესანარჩუნებლად.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან ბაღის ფრინველთა მდგომარეობას ჩვენს ტერიტორიაზე, გამოიკვლევენ  საჭიროებებს და შექმნიან მათი გავრცელებსათვის  საჭირო გარემოს.
5. მონაწილეთა ასაკი: 9-10 წელი.
6. ვადები/ხანგრძლივობა: აპრილი-მაისი
7.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეები სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძებნიან ადგილს, სადაც შესაძლებელი იქნება ფრინველებისათვის ხესაყრელი გარემოს ხელოვნურად მოწყობა, გამოიკვლევენ, რომელი ფრინველები შეიძლება მოექცეს მათი ყურადღების არეალში, იზრუნებენ მცენარეული საფარის განახლებაზე ( საკმარისია რამდენიმე კენკროვანი ბუჩქის გაშენება ან ყვავილების კვალის მოწყობა), დაამზადებენ საბუდარ ყუთებს, საკვებურებს, სარწყულებლებს და განათავსებენ მათ საჭირო ადგილებში,
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ქაღალდი, კალამი, დურბინდი, ფოტოაპარატი, კომპიუტერი, ფანერა, ლურსმანი, ჩაქუჩი,ლითონის პატარა ყუთები, ნერგები, ყვავილის თესლი, ბარი, თოხი.
9. პროექტის მსვლელობა (ძირითადიაქტივობები):
ü მოსწავლეები აკვირდებიან და სწავლობენ ბაღის ფრინველებს,როგორიცაა, მაგ:კოდალა, შოშია, ბეღურა, გულწითელა, წიწკანა, შავი, წივწივა, ბოლოცეცხლა და სხვ.
ü მონაცემებს აფიქსირებენ სპეცილურ ცხრილში
ü გამოყოფენ მათგან იმ სახეობებს, რომელთაც განსაკუთრებით ესაჭიროებათ ყურადღება, ანუ გვხვდება იშვიათად.
ü ირჩევენ ადგილს გარემოს ხელოვნურად მოწყობისათვის;
ü ასუფთავებენ ტერიტორიას  და რგავენ კენკროვან მცენარეთა ნარგავებს, თესავენ ყვავილოვან მცენარეებს;
ü შეიმუშავებენ საბუდრების დამზადების წესს და დაამზადებენ მათ საჭირო ოდენობით;
ü დაამზადებენ საკვებურებსა და სარწყულებლებს ;
ü განათავსებენ მათ საჭირო ადგილებში;
ü დაუმაგრებენ დამცავ ბარიერებს.
ü სისტემატურად გააკონტროლებენ ტერიტორიაზე სისუფთავესა და უსაფრთხოებას.
ü ჩაატარებენ მონიტორინგს და შედეგებს აღრიცხავენ.
10.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ბუნ.მე-4 .11. მოსწავლეს შეუძლია გარემოზე ზრუნვის ელემენტარული წესების დაცვა
აგროვებს მონაცემებს განსხვავებული წყაროებიდან (მაგ. ფოტოები, ილუსტრაციები, უშუალო დაკვირვება), იკვლევს ადამიანთა საქმიანობის გავლენას ბუნებრივ გარემოზე, შედეგებს წარმოადგენს.

1
1. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): მანანა როსტომაშვილი
1
2. პროექტის  ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: mananarostomashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ გვერდი/ბლოგი:

,,პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო"

1. გაკვეთილის თემა
 ,,პირველი მოგზაურობა დედამიწის გარშემო"
2. სწავლების საფეხური და კლასი
დაწყებითი საფეხური, მე-4 კლასი
3. ინტეგრირებული საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
ბუნებისმეტყველება, ისტ-ი
 მანანა როსტომაშვილი
4. მოსწავლეთა რაოდენობა
14
5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
განსაკუთრებული მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ გვყავს
 6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
ეს გაკვეთილი უკავშირდება მოსწავლეთა მიერ სამყაროს შეცნობის საკითხებს, რაც ყოველთვის შეადგენდა და შეადგენს მათი ინტერესის საგანს. გაკვეთილის თემატიკიდან გამომდინარე პრობლემის გადაწყვეტა მათგან მოითხოვს დამოუკიდებელი აზროვნების, აზრთა გაზიარებისა და გაწყვეტილების მიღების უნარს. ამდენად, ისინი აღიჭურვებიან პრაქტიკული უნარ-ჩვევებით.  ამისათვის მათ დასჭირდებათ წინარე ცოდნა, კერძოდ ნახევარსფეროების რუკაზე გაგნება, კონტინენტებისა და ოკეანეების სახელწოდებებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი ცოდნა, მაგელანის მოგზაურობის დაკავშირება მანამდე შესწავლილ მოგზაურობებთან და ა.შ.
7. გაკვეთილის სასწავლო მიზნები (საგნების მიხედვით)
მოსწავლეები გაეცნობიან ფერნანდო მაგელანის მოგზაურობას დედამიწის გარშემო, შეისწავლიან მის მარშრუტს და გამოსახავენ კონტურულ რუკაზე, შექმნიან  საკუთარი მოგზაურობის მარშრუტს და წარადგენენ ნამუშევრებს კლასის წინაშე.
8. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
IV.7.მოსწავლეს შეუძლია დედამიწის ფორმაზე მსჯელობა.
·           ადარებს სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
·           აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე,  მსჯელობს  ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
·           დაიტან კონტურულ რუკაზე  გამოჩენილი მოგზაურების მარშრუტებ.
წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებს აქვთ ცოდნა მოგზაურებისა და აღმოჩენების  შესახებ, იცნობენ დედამიწის ფორმას და აქვთ კონტურულ რუკაზე მუშაობის გამოცდილება.
9. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
A ფაზა.
აქტივობა 1.  ასოციაციური რუკის შექმნა.(3 წთ)
მასწავლებელი დაფაზე ხაზავს ასოციაციურ რუკას, რომლის ცენტრშიც წერია: მოგზაურები და აღმოჩენები. მოსწავლეები იშველიებენ წინარე ცოდნას და ავსებენ რუკას, სადაც დაიტანენ მოგზაურების სახელებს მათ მიერ გაკეთებული აღმოჩენებითურთ.
ასოციაციურ რუკაზე ხვდება წარწერა : ფერნანდო მაგელანი მისი მოგზაურობის შესახებ მცირე ინფორმაციით.
მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს.
 B ფაზა.
აქტივობა 2 . კითხვა ნიშანთა სისტემით. (10 წთ)
კლასი იყოფა 4-5 კაციან ჯგუფებად და მოსწავლეები ჯგუფში კითხულობენ ტექსტს  ნიშანთა სისტემის გამოყენებით, ჯგუფები წარმოადგენენ დასრულებულ სამუშაოს და აჯამებენ: რა იციან  და რა კითხვები გაჩნდა.
აქტივობა 3. მასწავლებლის მიერ მომზადებულიპრეზენტაცია(5 თ)
მასწავლებელი პროექტორის საშუალებით წარუდგენს PowerPoint-ში მომზადებულ პრეზენტაციას აღნიშნული საკითხის ირგვლივ, რაც შეიცავს დამატებით ინფორმაციას ფერნანდო მაგელანის მოგზაურობის შესახებ .
აქტივობა 4. ცხრილის დასრულება (5 წთ)
მოსწავლეებს შეაქვთ  ახალი ინფორმაცია ცხრილშიიქ, სადაც კითხვის ნიშანი იყო დასმული
C ფაზა.
აქტივობა 5. ჯგუფური სამუშაო(10 წთ)
მოსწავლეებს ურიგდებათ ნახევარსფეროების კონტურული რუკის ასლები და ეძლევათ დავალება: წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის გარშემო აპირებთ მოგზაურობას. შეადგინეთ ამ მოგზაურობის მარშრუტი, შეარჩიეთ სამოგზაურო ტრანსპორტი და ჩამოთვალე ის აუცილებელი საკვები, ტანსაცმელი და ხელსაწყოები, რომლებიც მოგზაურობაში დაგეხმარებათ.ახსენით, რატომ აირჩიეთ ისინი.
აქტივობა 6. პრეზენტაცია (10 წთ)
ჯგუფები წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს.
აქტივობა 7. შეფასება (3 წთ)
აქტივობა 8.შეჯამება (2 წთ)
აქტივობა 9. საშინაო დავალების მიცემა (2 წთ)
10. შეფასება
შეფასება ხდება ჯგუფური მუშაობის რუბრიკით
11. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები

კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო:ბუნება  მე-4 კლასისათვის. ავტ: მ. ბლიაძე, რ. ახვლედიანი.
ფურცლები, მარკერები, დაფა და ცარცი.


შეფასების სქემა ჯგუფური მუშაობისათვის


Aარ ჩაეთვალა
ჩაეთვალა
წარმატებით ჩაეთვალა
მოსწავლეთა ჩართულობა
არ იყო ჩართული ყველა
ნაწილობრივ იყვნენ ჩართული
Yყველა იყო ჩართული
ფუნქციების განაწილება ჯგუფში
ფუნქციები არ იყო სწორად განაწილებული
ნაწილობრივ სწორად იყო განაწილებული
სწორად იყო განაწილებული
თანამშრომლობა ჯგუფში
ჯგუფის წევრებს შორის არ მიმდინარეობდა კოორდინირებული მუშაობა
ჯგუფი ნაწილობრივ შეთანხმებულად მუშაობდა
ჯგუფის წევრები კოორდინირებულად მუშაობდნენ
Dავალების შესრულების ხარისხი
ჯგუფმა ვერ შეასრულა მიცემული დავალება
ნაწილობრივ შეასრულა
ზედმიწევნით კარგად შეასრულა
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ჩაეტია დროში
ჯგუფმა შეასრულა ძირითადი სამუშაო, მაგრამ შეჯამება ვერ მოასწრო
ჯგუფმა სწორად განსაზღვრა დრო