eTwinniing-ის პროექტი ,,Nature Friendly"


ჩვენი პროექტი - ,,Nature Friendly"

,,Nature Friendly"არის პროექტი, რომელმაც შესძინა ბავშვებს ცოდნა და გამოცდილება ისეთ საინტერესო საკითხებზე , როგორიცაა დედამიწის წინაშე მდგარი გამოწვევები, გლობალური დათბობა და მისი შედეგები, ადამიანის როლი ამ პროცესში და ზრუნვა გარემოს გაჯანსაღებისათვის. პროექტმა ისინი დააახლოვა უცხოელ თანატოლებთან და მათთან ერთად დააფიქრა პრობლემების გადაჭრის გზებზე. მათი საქმიანობა თვიდან ბოლომდე იყო ერთდროულად სასარგებლოც და საინტერესოც. 
პროექტში დიდი ინტერესით ჩაება მოსწავლეთა დიდი ნაწილი და თავისი წვლილი შეიტანა მის განხორციელებაში ყველა ეტაპზე. დასაწყისი აქტივობები განვახორციელეთ საკლასო სივრცეში, დანარჩენი კი პანდემიის გამო სახლში, დისტანციურ რეჟიმში შევასრულეთ. 
პროექტის ლოგო:


პროექტის პოსტერები:


პროექტის სლოგანი:
შევქმენით საქართველოს დროშა სკოლის კედლისათვის



დედის დღე დედიკოს ჩახუტებით აღვნიშნეთ
მოვეფერეთ გაზაფხულს
ეს ალბომიც გაზაფხულს მივუძღვენით:


 

მოსწავლეები აკვირდებოდნენ სეზონურ მოვლენებს  და აღბეჭდავდნენ ფოტოზე იმ ცვლილებებს, რასაც გლობალური დათბობის შედეგად გარემოს ზემოქმედებაზე ამჩნევდნენ
მოსწავლეებმა შექმნეს პოსტერი, სადაც ასახულია საქართველოში გლობალური დათბობის შედეგები კავკასიონის მწვერვალებსა (დევდორაკის მყინვარი) და ჭაჭუნას აღკვეთილში.  
აღვნიშნეთ დედამიწის დღე, შევქმნენით მრავალფეროვანი ნამუშევრები
ეს ვიდეო რგოლები კი ითვინინგს მივუძღვენით:

ინტერნეტის დღის აღსანიშნავად შევქმენით პლაკატები
გადავამუშავეთ ნარჩენები და ძალიან საინტერესო ნამუშევრები გამოგვივიდა





დავამზადეთ მარაკასები და დავუკარით სხვადასხვა მელოდია მისი საშუალებით





დავამზადეთ ბუნების ნიღბები და აღვნიშნეთ გარემოს დაცვის დღე










ეს ვიდეოც გარემოს დაცვასა და ბუნებაზე ზრუნვას ასახავს

საინტერესო იყო ჩვენი ჯგუფის სამუშაო წყლის დაზოგვაზე სხვა ქვეყნების, კერძოდ თურქეთის, პოლონეთისა და პორტუგალიის თანამონაწილეობით

 
Book titled ''
Read this book made on StoryJumper
გავაკეთეთ პრეზენტაცია წყლის დაზოგვაზე, ასევე ჩავწერეთ ვიდეო, რომელიც სკოლის ეზოში ჩვენ მიერ მოწყობილ აქციას ასახავს

თურქი და ქართველი მოსწავლეების ერთობლივი ნახატი და მუშაობის პროცესი

ლურჯი დათვის ვირტუალური მოგზაურობა ნინოწმინდაში და მისი გულითდი მასპინძლები

ერთობლივი მოთხრობის ,,ალუბალი და მარწყვისათვის" შექმნილი ნახატები:


სიმღერა პეპელაზე:






 ბავშვები გულითად მადლობას უძღვნიან პროექტს და მის ყველა მონაწილეს.




პროექტის თილისმა ,,Blue Bear", რომელმაც იმოგზაურა პროექტის მონაწილე ქვეყნებში, შეხვდა ბავშვებს და გაიზიარა მათი შეხედულებები დედამიწაზე გარემოსდაცვით საკითხებზე. პანდემიის გამო ვეღარ შეძლო ფიზიკურად მისულიყო ყველა სკოლაში, სამაგიეროდ ვირტუალურად იმოგზაურა და სახლში ეწვია მათ. ამ შთაბეჭდილებებს თქვენ გაეცნობით ჩვენს წიგნში.

BlueBear

ძალიან საინტერესო მოთხრობა  გამოვიდა. იხილეთ ხუთი ქვეყნის (თურქეთი, პოლონეთი, საქართველო, რუმინეთი და პორტუგალია) მოსწავლეთა თანამონაწილეობით შექმნილი ამბავი ,,Cerry and Strawbery".
მოსწავლეებს პროექტის შემდგომაც არ განელებიათ ბუნების სიყვარული და მასზე ზრუნვა ჩვევად გადაექცათ. ამას მოწმობს ლაშქრობის ამსახველი ფოტომასალა და ვიდეო, რომელიც მათზე დაყრდნობით მომზადდა. მჯერა, რომ თქვენი მოქალაქეობრივი ღირებულებები მყარია და დარჩებით გარემოზე მზრუნველ ადამიანებად!


No comments:

Post a Comment