1. გაკვეთილის თემა
|
,,პირველი
მოგზაურობა დედამიწის გარშემო"
|
2. სწავლების საფეხური
და კლასი
|
დაწყებითი
საფეხური, მე-4 კლასი
|
3. ინტეგრირებული
საგნები, მასწავლებლების სახელი, გვარი
|
ბუნებისმეტყველება, ისტ-ი
მანანა
როსტომაშვილი
|
4. მოსწავლეთა რაოდენობა
|
14
|
5. განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი
|
განსაკუთრებული
მიდგომების საჭიროების მქონე მოსწავლეები არ გვყავს
|
6. გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
ეს
გაკვეთილი უკავშირდება მოსწავლეთა მიერ სამყაროს შეცნობის საკითხებს, რაც
ყოველთვის შეადგენდა და შეადგენს მათი ინტერესის საგანს. გაკვეთილის თემატიკიდან
გამომდინარე პრობლემის გადაწყვეტა მათგან მოითხოვს დამოუკიდებელი აზროვნების,
აზრთა გაზიარებისა და გაწყვეტილების მიღების უნარს. ამდენად, ისინი აღიჭურვებიან
პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. ამისათვის
მათ დასჭირდებათ წინარე ცოდნა, კერძოდ ნახევარსფეროების რუკაზე გაგნება,
კონტინენტებისა და ოკეანეების სახელწოდებებისა და ადგილმდებარეობის ზუსტი ცოდნა,
მაგელანის მოგზაურობის დაკავშირება მანამდე შესწავლილ მოგზაურობებთან და ა.შ.
|
7. გაკვეთილის სასწავლო
მიზნები (საგნების მიხედვით)
|
მოსწავლეები
გაეცნობიან ფერნანდო მაგელანის მოგზაურობას დედამიწის გარშემო, შეისწავლიან მის
მარშრუტს და გამოსახავენ კონტურულ რუკაზე, შექმნიან საკუთარი მოგზაურობის მარშრუტს და წარადგენენ
ნამუშევრებს კლასის წინაშე.
|
8. ეროვნული სასწავლო
გეგმით განსაზღვრული მისაღწევი
შედეგი/ინდიკატორები
|
IV.7.მოსწავლეს შეუძლია
დედამიწის
ფორმაზე მსჯელობა.
·
ადარებს
სხვადასხვა ხალხის ადრინდელ წარმოდგენებს დედამიწის ფორმის შესახებ;
·
აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას მოგზაურებზე, მსჯელობს ამ მოგზაურების წვლილზე დედამიწის
ფორმის შესახებ წარმოდგენის ჩამოყალიბებაში;
|
წინასწარი ცოდნა
|
მოსწავლეებს
აქვთ ცოდნა მოგზაურებისა და აღმოჩენების
შესახებ, იცნობენ დედამიწის ფორმას და აქვთ კონტურულ რუკაზე მუშაობის
გამოცდილება.
|
9. თანმიმდევრობა
(აქტივობა და დრო)
|
A ფაზა.
აქტივობა
1. ასოციაციური რუკის შექმნა.(3 წთ)
მასწავლებელი
დაფაზე ხაზავს ასოციაციურ რუკას, რომლის ცენტრშიც წერია: მოგზაურები და
აღმოჩენები. მოსწავლეები იშველიებენ წინარე ცოდნას და ავსებენ რუკას, სადაც
დაიტანენ მოგზაურების სახელებს მათ მიერ გაკეთებული აღმოჩენებითურთ.
ასოციაციურ
რუკაზე ხვდება წარწერა : ფერნანდო მაგელანი მისი მოგზაურობის შესახებ მცირე
ინფორმაციით.
მასწავლებელი
აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის მიზანს.
B ფაზა.
აქტივობა
2 . კითხვა ნიშანთა სისტემით. (10 წთ)
კლასი
იყოფა 4-5 კაციან ჯგუფებად და მოსწავლეები ჯგუფში კითხულობენ ტექსტს ნიშანთა სისტემის გამოყენებით, ჯგუფები
წარმოადგენენ დასრულებულ სამუშაოს და აჯამებენ: რა იციან და რა კითხვები გაჩნდა.
აქტივობა
3. მასწავლებლის მიერ მომზადებულიპრეზენტაცია(5 თ)
მასწავლებელი
პროექტორის საშუალებით წარუდგენს PowerPoint-ში მომზადებულ პრეზენტაციას
აღნიშნული საკითხის ირგვლივ, რაც შეიცავს დამატებით ინფორმაციას ფერნანდო
მაგელანის მოგზაურობის შესახებ .
აქტივობა
4. ცხრილის დასრულება (5 წთ)
მოსწავლეებს
შეაქვთ ახალი ინფორმაცია ცხრილშიიქ,
სადაც კითხვის ნიშანი იყო დასმული
C ფაზა.
აქტივობა
5. ჯგუფური სამუშაო(10 წთ)
მოსწავლეებს
ურიგდებათ ნახევარსფეროების კონტურული რუკის ასლები და ეძლევათ დავალება:
წარმოიდგინეთ, რომ დედამიწის გარშემო აპირებთ მოგზაურობას. შეადგინეთ ამ
მოგზაურობის მარშრუტი, შეარჩიეთ სამოგზაურო ტრანსპორტი და ჩამოთვალე ის
აუცილებელი საკვები, ტანსაცმელი და ხელსაწყოები, რომლებიც მოგზაურობაში
დაგეხმარებათ.ახსენით, რატომ აირჩიეთ ისინი.
აქტივობა
6. პრეზენტაცია (10 წთ)
ჯგუფები
წარმოადგენენ შესრულებულ სამუშაოს.
აქტივობა
7. შეფასება (3 წთ)
აქტივობა
8.შეჯამება (2 წთ)
აქტივობა
9. საშინაო დავალების მიცემა (2 წთ)
|
10. შეფასება
|
შეფასება
ხდება ჯგუფური მუშაობის რუბრიკით
|
11. საკლასო მენეჯმენტი _
საგანმანათლებლო რესურსები
|
კომპიუტერი, პროექტორი, სახელმძღვანელო:ბუნება მე-4 კლასისათვის. ავტ: მ. ბლიაძე, რ.
ახვლედიანი.
ფურცლები, მარკერები, დაფა და ცარცი.
|
შეფასების სქემა ჯგუფური მუშაობისათვის
Aარ ჩაეთვალა
|
ჩაეთვალა
|
წარმატებით ჩაეთვალა
|
|
მოსწავლეთა ჩართულობა
|
არ იყო ჩართული ყველა
|
ნაწილობრივ იყვნენ ჩართული
|
Yყველა იყო ჩართული
|
ფუნქციების განაწილება ჯგუფში
|
ფუნქციები არ იყო სწორად განაწილებული
|
ნაწილობრივ სწორად იყო განაწილებული
|
სწორად იყო განაწილებული
|
თანამშრომლობა ჯგუფში
|
ჯგუფის წევრებს შორის არ მიმდინარეობდა კოორდინირებული მუშაობა
|
ჯგუფი ნაწილობრივ შეთანხმებულად მუშაობდა
|
ჯგუფის წევრები კოორდინირებულად მუშაობდნენ
|
Dავალების შესრულების
ხარისხი
|
ჯგუფმა ვერ შეასრულა მიცემული დავალება
|
ნაწილობრივ შეასრულა
|
ზედმიწევნით კარგად შეასრულა
|
დროის ლიმიტის დაცვა
|
ვერ ჩაეტია დროში
|
ჯგუფმა შეასრულა ძირითადი სამუშაო, მაგრამ შეჯამება ვერ მოასწრო
|
ჯგუფმა სწორად განსაზღვრა დრო
|
No comments:
Post a Comment